მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, არჩილ ბასანიძის გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

“არჩილ ბასანიძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე 2023 წლის 16 მაისს დააკავეს. ის წინა დღით დაკავებული მეგობრის გამო გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

არჩილ ბასანიძეს წინასწარი პატიმრობა ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მაისის ბოლოს შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button