მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს კორონა ვირუსი აქვს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ- 19- ის სიმპტომები, დედა თეოდორას, ოთხი დღის წინ გამოუვლინდა.
პირველ ეტაპზე, მას შესაბამისი კვლევა, სწრაფი ანტიგენის ტესტით ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

მოგვიანებით, მონასტრის წინამძღვარს კორონა ვირუსი, PSR კვლევით დაუდგინდა.
ამ ეტაპზე, დედა თეოდორას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სტაციონარში გადაყვანა არ ესაჭიროება.

მონასტრის გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, საეკლესიო პროდუქტის მაღაზიები არ გაიხსნება.

ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვრის ინფიცირების წყარო, ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით, კორონა ვირუსის სიმპტომები, წინამძღვართან კონტაქტში მყოფ, მონასტრის არცერთ წევრს არ გამოვლენია

მსგავსი პოსტები

Back to top button