მნიშვნელოვანირეგიონი

გიორგი გახარია კახეთში პარტიულ აქტივს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” პარტიის წარმომადგენლებთან კახეთის რეგიონის მასშტაბით შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში გამართავს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გახარია ამ წუთებში პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ახმეტისკენ მიემართება,სადაც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურას წარადგენს. ხვალ 13 საათზე ლაგოდეხში,17 საათზე კი ყვარლის მუნიციპალიტეტში.

ჰერეთის ინფორმაციით, გახარია პარტიის კახეთის მეორე მაჟორიტარ კანდიდატს, დავით სონღულაშვილს, რომელიც კენჭს დედოფლისწყარო, გურჯაანი, სიღნაღსა და საგარეჯოში გაერთიანებულად იყრის, საგარეჯოში 14 აგვისტოს 11 საათზე, ასევე ამავე დღეს 14 საათზე გურჯაანში წარადგენს. 

“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარების წარდგენა და საარჩევნო კამპანია რეგიონებში კახეთიდან დაიწყო, 9 აგვისტოს კახეთში მაჟორიტარების საარჩევნო-სარეკლამო ბანერებიც გამოჩნდა.

დღეს 10 აგვისტოს, “ოცნებამ” პრეზენტაცია თელავში გამართა სადაც ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. ქადაგიშვილმა, რომელიც წარსულში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა, მადლობა გადაუხადა ნდობისთვის პარტიის ლიდერებს და პირობა დადო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს არჩევნებში.  

მსგავსი პოსტები

Back to top button