სპორტი

ტატო გრიგალაშვილი რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი რეპეშაჟიდან განაგრძობს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი ბოტაბოევი დაამარცხა და ოლიმპიური მედლისთვის რამდენიმე წუთში გავა ტატამზე.

შეგახსენებთ, რომ გრიგალაშვილი მეოთხედფინალში ეფექტური გდებით და ოპინით გავიდა. შემდეგ კი მონღოლ სავიდ მოლავთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე, საქართველოს დელეგაციას ჯერჯერობით ორი ვერცხლის მედალი აქვს, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button