ტერორიზმის საფრთხის გამო „ბრიუგე“ – „ნაპოლის“ მატჩი გადაიდება

ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი “ბრიუგესა” და “ნაპოლის” შორის შესაძლოა გადაიდოს. ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის გამო მომდევნო 4 დღის განმავლობაში ყველანაირი სახის სპორტული ღონისძიების გამართვა აიკრძალა და შესაბამისად, ზემოაღნიშნული თამაშიც ამ ვადაში – 26 ნოემბერს მოხვდა.

“სპორტული თამაშები მომდევნო 4 დღის განმავლობაში უქმდება”, – ბელგიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მარიე ვერბეკმა.

“ბრიუგე” – “ნაპოლის” შეხვედრით კი რისკზე წასვლას ალბათ არც ბელგიაში აპირებენ და არც უეფაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button