თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა

თბილისის ზოოპარკმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. ზოოპარკის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ზოოპარკის ზედა ნაწილი მოწესრიგდა. ვიზიტორები ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერებას და გადარჩენილი ცხოველების მონახულებას შეძლებენ. დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად განადგურებულია ზოოპარკის ქვედა ტერიტორია, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება თბილისისზოოპარკის გადატანის პროექტს, თბილისის მერის თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროექტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმპერიოდში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე გააგრძელებს.

„სტიქიის პირველივე დღეებიდანვე დაიწყო ზოოპარკის გაწმენდა, ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. ვოლიერების გარკვეული ნაწილი მოწესრიგდა, ხელახლად აიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ღობე. მართალია ზოოპარკი არ არის ძველი ფორმით, რადგან სტიქიამ პირველი ზოლი დააზიანა, რისი აღდგენაც შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისათვის თანხები უკვე გამოყოფილია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18008″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button