თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში 30-წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით და უგონო მდგომარეობაში მყოფი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა 29 აგვისტოს საღამოს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი საპატიმროდან სამი თვის წინ გათავისუფლდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.