მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და შესვლა და გამოსვლა 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში. დანარჩენი ცალკეული შემთხვევებია სამ სოფელში, თუმცა ამ სოფლების ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია. გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება საავადმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან. აქ ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

,,არ დასტურდება ინფიცირებული ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია, ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აუცილებელია მოსახლეობა იყოს ადეკვატური და შეზღუდოს გადაადგილება, დაიცვან სოციალური დისტანცირება და დარჩნენ სახლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან კავშირი იქნება შეზღუდული. დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ისედაც მიღებული ზომებით შეზღუდულია და ბოლნისთან, მარნეულთან შეწყვეტილია კავშირი, ქალაქები ჩაკეტილია, რჩება დმანისი-წალკა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ბუნებრივია, დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გადადგილდება თეთრიწყაროს მიმართულებით”, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button