რეგიონისაქართველოსიახლეები

თეთრიწყაროში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გაუქმდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სრული იზოლაციის რეჟიმიდან გამოვა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 22 მაისს იყო და ინტენსიურ ტესტირებას ბოლო 14 დღის განმავლობაში, ანუ ინკუბაციის ერთ პერიოდში, ახალი შემთხვევები აღარ გამოუვლენია.

გახარიას ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ არის. „ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით“. – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროელებს მაქსიმალური სიფრთხილისა და წესების დაცვისკენ მოუწოდა, რათა მთავრობას მკაცრი შეზღუდვების დაწესება ისევ არ დასჭირდეს.

თეთრიწყარო 26 აპრილს ჩაიკეტა. პირველი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმია. თეთრიწყაროში კორონავირუსით 60-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button