თსუ-ის ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტს COVID-19 დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სტუდენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შეხებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს.
თსუ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. სასწავლებლის თქმით, სტუდენტი ცხელების ცენტრშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არაა.
“თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია”. – წერია განცხადებაში.
თსუ-ში ამბობენ, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. ინფიცირებულ სტუდენტთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში და საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.