მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთის ხელისუფლებამ რუსული გემი დააკავა

ანკარაში უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის ინფორმაციით, თურქეთის საბაჟომ რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, დატვირთულია მოპარული უკრაინული მარცვლეულით. კიევის თქმით, გემმა გეზი აიღო ბერდიანსკიდან – უკრაინის პორტიდან, რომელიც რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული.

“ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ” – უთხრა ელჩმა, ვასილ ბოდნარმა უკრაინის ტელევიზიას 3 ივლისს. “გემი ამჟამად პორტის შესასვლელთანაა. ის თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა” – დასძინა მან.

მისივე თქმით, გემის ბედი ხვალ, გამომძიებლების სხდომის შემდეგ გადაწყდება.
თურქეთის ხელისუფლება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ავრცელებს განცხადებას.

კიევმა 1 ივლისს განაცხადა, რომ ანკარას მიმართა თხოვნით დაეკავებინა რუსეთის დროშით მცურავი სატვირთო გემი, რადგან მას მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button