სპორტ-ნიუსისპორტი
ტოჩინოშინის თანაბარი ბალანსი. გორგაძემ ანგარიში გაათანაბრა
ტოკიოს კოკუგიკანზე გრძელდება წლის პირველი ტურნირი სუმოში.
ჰაცუ ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ქართველმა სეკიტორმა,34 წლის ლევან გორგაძემ წარმატებით აღნიშნა.
ის შოჰოზანს შეხვდა და ფაქტიურად დოჰიოდან გადადო.
ტოჩინოშინმა აღნიშნული გამარჯვებით მეხუთე მოგება ჩაიწერა და ამ დროისთვის თანაბარ ბალნსს ინარჩუნებს.
მას აქტივში 5 მარცხის წილ 5 მოგება აქვს.