ტრეინინგი საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებლად [Audio]

მედია ტრეინინგი გაიმართა კახეთში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ასამაღლებლად.

როგორც რადიო “ჰერეთს” ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” დირექტორმა ირაკლი იზორიამ განუცხადა, “პროექტის უმთავრესი მიზანია გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის, ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვები მოსახლეობის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და შესაბამისად გაიზარდოს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის უსაფრთხოების დონე”.

იზორიას თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებული სიჩქარის გამო ხდება, შემდეგ მოდის ქვეითად მოსიარულეთა მიერ დარღვეული წესები და ნასვამ მდგომარეობაში მართული ავტომობილები.

ფონდში “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” ამბობენ, რომ მსგავსი სწავლებები ჟურნალისტების გარდა სხვა პროფესიის ადამიანებსაც უტარდებათ, ხოლო საზოგადოების ინფორმირებულობით პრობლემის დაძლევის იმედი აქვთ. სწავლებები უტარდებათ სკოლის მოსწავლეებსაც.

ირაკლი იზორია – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button