“ჰერეთის” და “თბილისის” ერთიანი საინფორმაციო უკვე ეთერშია

დღეიდან, 23 ნოემბრიდან სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ახალი ამბების მოსმენა უკვე რადიო თბილისის ეთერშიც შეიგიძლიათ.

რადიო “თბილისი” ტალღაზე FM 93.5 სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ახალი რადიოსადგურია, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მაუწყებლობს და ჯერ მხოლოდ სამი თვეა ეთერშია.

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა. კომპანია ფლობს 2 რადიოსადგურს. კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8 დედაქალაქში – რადიო “თბილისი” FM93.5. რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button