მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტრამპი ინდოეთს და თურქეთს სავაჭრო პრივილეგიებს შეუზღუდავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესისთვის დაწერილ წერილში აღნიშნა, რომ აპირებს ინდოეთისთვის და თურქეთისთვის შეღავათიანი სავაჭრო სტატუსის შეწყვეტას, რაც ზოგიერთ პროდუქციას საშუალებას აძლევდა შესულიყო ამერიკის ტერიტორიაზე განბაჟების გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

თურქეთის და ინდოეთის პროდუქცია აშშ-ის პრეფერენციების გენერალური სისტემის ნაწილია. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ 45 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც თურქეთი პროგრამის მიხედვით სარგებლობდა პრივილეგიით და ამის საშუალებით ქვეყანა განვითარდა, უნდა დასრულდეს, რადგან თურქეთი საკმარისად ძლიერია უკვე.

ინდოეთთან დაკავშირებით კი ტრამპი ამბობს, რომ მას უნდა შეუწყვიტონ პრივილეგია, რადგან ქვეყანამ ვერ მისცა გარანტია აშშ-ს იმისა, რომ იმავე რაოდენობით და დოზით მიიღებს წვდომას ინდურ ბაზარზე, როგორიც თვითონ ინდოეთს აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button