უგულავა ენმ-ში თანამდებობას ტოვებს

გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

გარდა ამისა, პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

უგულავა წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების შედეგებისა და პარტიაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საჯარო წერილს აქვეყნებს.

“ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის.
ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა – თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები.”, – ნათქვამია გიგი უგულავას წერილში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button