მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა მეგობარი სახელმწიფოებისგან საბრძოლო ტანკებს კვლავ იღებს

პორტუგალიის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის ნაციონალური თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პორტუგალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პორტუგალიამ უკრაინას Leopard 2-ის 3 საბრძოლო ტანკი გადასცა.

“პორტუგალიის მხრიდან დაპირებული Leopard 2-ის ტანკები უკვე უკრაინაშია. პორტუგალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო შემოჭრას”, – ნათქვამია განცხადებაში.

14 თებერვალს, რამშტეინის ფორმატში ახალი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ 8 სახელმწიფო თანამშრომლობს, რათა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები მიაწოდონ. ეს ქვეყენებია: გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, კანადა, ესპანეთი, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია.

ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ტანკები, Challenger 2 უკრაინაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე ავრცელებს.

რეზნიკოვი საკუთარ გვერდზე ბრიტანული ტანკების ვიდეოსაც აქვეყნებს, რომლებსაც კორპუსზე უკრაინული დროშები აქვთ დამაგრებული.

როგორც იგი წერს, უკრაინამ ტანკები ახლახან მიიღო.

“სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული Challenger 2-ით გადაადგილება. ეს ტანკები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისების შესრულებას. მადლობა, რიში სუნაკს, ბენ უალასს და ბრიტანელ ხალხს”, – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.

თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რამდენი ტანკი ჩავიდა ქვეყანაში.
ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტანკები გაუგზავნა. უკრაინელმა სამხედროებმა მძიმე ტანკების გამოყენების სწავლება 27 მარტს დაასრულეს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ბრიტანეთმა უკრაინას 14 ერთეული Challenger 2 გაუგზავნა. მოგვიანებით კი, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში 14 ტანკის მაგივრად 28 Challenger 2-ს გააგზავნიან.

უკრაინა საფრანგეთისგან 40 ერთეულ Mirage-2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგულ გამოცემა Intelligence Online ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მიიღო და ისინი ახლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა ეს თვითმფრინავები გამოისყიდონ. Itelligence Online წერს, რომ უკრაინისთვის გადასაცემი თვითმფრინავების შესყიდვა შეიძლება ასევე მოხდეს ინდოეთისგან და საბერძნეთისგან.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

მანამდე ფრანგულმა გამოცემამ LeFigarro-მ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთში 30 პილოტი Mirage-2000-ის მართვას სწავლობს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები უკვე თვეზე მეტია რაც მიმდინარეობს. გამოცემა ამტკიცებს, რომ უკრაინელი პილოტების წვრთნების გადაწყვეტილება საფრანგეთმა 8 თებერვალს, მას შემდეგ მიიღო, რაც იქ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.

ამავე სტატიაში LeFigarro წერს, რომ საფრანგეთ უკრაინისთვის 10 ერთეული Mirage-2000-ის გადაცემას გეგმავდა. სხვა ფრანგული გამოცემების ცნობით, LeFigarro-ს გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ უარყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button