მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 8 სარაკეტო დარტყმა, მათგან 5 ქალაქ ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 21 საავიაციო დარტყმა და 39 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ნიკოლაევის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ამ მიზნით, ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, ამ მიმართულებებით რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 18 დასახლებული პუნქტის რაიონში.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 7 რაიონი, მართვის 2 პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი. უკრაინული სარდლობის ცნობითვე, განადგურებულია რუსული თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი მი-24 და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 134 100 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3253
ჯავშანტექნიკა – 6458
საარტილერიო სისტემა – 2236
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 461
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 228
თვითმფრინავი – 295
ვერტმფრენი – 285
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1961
ფრთოსანი რაკეტა – 796
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5112
სპეცტექნიკა – 211
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button