მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კარასინის თქმით დასავლეთი საქართველოს „ხელების გადაგრეხას“ იწყებს რუსეთთან „მშვიდი ურთიერთობის გამო“

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი, სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს. მან “ტელეგრამზე” დაწერა, რომ “ჟენევის დისკუსიებს” დასავლეთი აფერხებს და რომ “შედარებითი სტაბილურობა” აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში.

“ახალი ღრუბელი ჩამოწვება სამხრეთ კავკასიის თავზე. დასავლეთელები რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში ფაქტიურად ყინავენ “ჟენევის დისკუსიების” ფორმატს, რომელიც საიმედო დამცავი ბადე იყო გამოწვევებებისთვის სამხრეთ კავკასიაში. ალბათ, შედარებითი სტაბილურობა უკვე აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში. შესაბამისად, ტანჯვა და ღელვა ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩვენს ხალხებს მოუწევთ. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ”, – წერს კარასინი.

მისივე მტკიცებით, რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის გამო, დასავლეთი საქართველოსთვის “ხელების გადაგრეხვას” იწყებს.

“როგორც მოსალოდნელი იყო დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს რუსეთთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობების გამო. ასეთი ახალი წესებია ახლა საერთაშორისო საქმეებში – მიუხედავად იმისა, თავად სახელმწიფო რას ანიჭებს უპირატესობას. უნდა შესრულდეს ის, რაც ვაშინგოტნმა გადაწყვიტა”, – ამბობს კარასინი.

ცნობისთვის, პირველ თებერვალს აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საუბარია გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო ახალი გზის მშენებლობის შესაძლებლობაზე. აბაშიძემ მოგვიანებით ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა და თქვა, რომ ვერ ხვდება რა არის ამაში სკანდალური.

რუსეთის დამოკიდებულების შეცვლა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ სრულიად გამორიცხულია, თუნდაც თბილისთან დიალოგი დამყარდეს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ბორის ჩერნიშოვმა განაცხადა.

„ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი უბრალოდ მოკავშირეები არ არიან, ეს არის ნამდვილი ძმური ურთიერთობა. ჩვენ მივმართეთ უზარმაზარი რესურსი მხარდასაჭერად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურ დონეზე ორი ქვეყნისთვის და ყოველთვის იგივე ძმური პასუხის იმედი გვაქვს მათგან… და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასეც არის“, – განაცხადა მან.

ჩერნიშოვმა დასძინა, რომ მოსკოვი დადებითად აფასებს აფხაზეთის შიგნით მიმდინარე პროცესებს და ხედავს, რამდენი ერთობლივი პროექტი ხორციელდება.

გარდა ამისა, მანვე დასძინა, რომ რუსეთი აფასებს და პატივს სცემს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობას საკვანძო საკითხებში და აცნობიერებს, რომ მომავალში ამ „ქვეყნებს“ წინ ელოდება წინსვლა გლობალურად, „ერთობა მრავალ პოზიციაში და ხალხთა ერთიანობა”.

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებმა დროის გამოცდას გაუძლო და გრძელდება ინტეგრაციისა და ალიანსის პრინციპებზე მისი მშენებლობა.

ეს მოსაზრება რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთ-„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე გამოთქვა.

„რუსეთ-“სამხრეთ ოსეთის” ურთიერთობებმა დროის გამოცდა გაიარა და აგებულია ალიანსისა და ინტეგრაციის პრინციპებზე. პოლიტიკური დიალოგი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, თანამშრომლობა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში, სავაჭრო, ეკონომიკური და რეგიონთაშორისი კავშირები, კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლა დინამიკურად ვითარდება“ , – განაცხადა ნოვაკმა.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის „რუსეთის ფედერაციის გრძელვადიან ინტერესებს, მათ შორის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტში“.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ახალი მრავალპოლარული და უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას – ეს ხსნის შესაძლებლობებს ეროვნული მრეწველობის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის განვითარების თვალსაზრისით“ , – განმარტა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ნოვაკმა განმარტა, რომ რუსული მხარე მზადაა განაგრძოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 2015 წლის მარტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button