მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩაფრინდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩაფრინდა. ელისეის სასახლის ცნობით, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ზელენსკისთან ერთად გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. CNN-ის ცნობით, პარიზში უკვე იმყოფება ოლაფ შოლციც.

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ ბრიტანეთს პირველად ეწვია. ის შეხვდა პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს, მეფე ჩარლზ III-ს და სიტყვით გამოვიდა პარლამენტშიც. მან ხაზი გაუსვა პირველივე დღეებიდან ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ხელი გაუწოდა მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, როგორ მოქცეულიყო.

ზელენსკიმ პარლამენტს მეტი მხარდაჭერისკენაც მოუწოდა და მიუთითა, რომ დღეს პარლამენტში იდგა უკრაინელი მებრძოლებისა და იმ მშობლების სახელით, რომლებიც ომიდან თავიანთი შვილების დაბრუნებას ელოდებიან.

“ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა. დიდი ბრიტანეთი ჩვენთან ერთად მოიწევს, ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ. ეს იქნება გამარჯვება ომის იდეაზე. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ნებისმიერ აგრესორს, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, ეცოდინება, რა ელოდება, თუ საერთაშორისო წესრიგს თავს დაესხმება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თემა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინული გამანადგურებლის პილოტის ჩაფხუტი აჩუქა წარწერით – “ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად”. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს”.

ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. და ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობილია, რომ ხუთშაბათს ზელენსკის ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზი ელიან, სადაც იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაპატიჟა “მომავალ სამიტში პირადად მიეღო მონაწილეობა”.

ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა.

„ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს.

ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების წვრთნისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button