უკრაინელი ჟურნალისტები კახეთში

კახეთს, უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფი სტუმრობს. მედიის წარმომადგენლები ღვინის კომპანიებს ათვალიერებენ და ქართული მეღვინეობის განვითარების და ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს ეცნობიან.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ჟურნალისტები ქართული მეღვინეობა მევენახეობის შესახებ სტატიებს და რეპორტაჟებს მოამზადებენ.

“ხშირად არ გვეძლევა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. უკვე დავათვალიერეთ ღვინის კომპანიების მფლობელობაში არსებული ვენახები. ასევე გავეცანით ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო ტური გვაქვს კახეთში და ასეთივე საინტერესო სტატიებს დავწერთ და გამოვაქვეყნებთ საქართველოსა და ვაზის კულტურაზე“, – აცხადებენ ჟურნალ “დრინქსის“ ჟურნალისტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button