მნიშვნელოვანიმსოფლიოსატესტო

უკრაინის არმიამ ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 16 ჩამოაგდეს

ღამით რუსეთმა “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კიდევ ერთხელ დაარტყა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის რამდენიმე რეგიონში.
საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ მტერმა გაუშვა 17 დრონი და ასევე Х-59 ტიპის რაკეტა. მისივე ცნობით, 16 დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში.
“მტერმა უკრაინას შეუტია 17 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით კონცხ ჩაუდიდან (ყირიმი) და Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით ოკუპირებული დონეცკის რეგიონის საჰაერო სივრციდან. საჰაერო ბრძოლის შედეგად, 16 “შაჰიდი” ჩამოვაგდეთ მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცისა და ხმელნიცკის რაიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ამ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში იყო გააქტიურებული. მოხსენების თანახმად, ღამის განმავლობაში ამ ოპერატიულ ზონაში შვიდი ჭურვი ჩამოაგდეს – ოთხი დნეპროპეტროვსკის ოლქში და თითო ხერსონის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში.
კრივოი როგში ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ენერგეტიკულ ობიექტში. შედეგები ზუსტდება.
ამასთან უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, მტრის სამიზნეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა და დრონების მოგერიების მიზნით უკრაინელი დამცველების ინტენსიური მუშაობა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.
ცნობისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინის მასშტაბით 17 დრონი და დონეცკის ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრციდან X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.

რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი გამთენიისას ტელეგრამზე წერდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას იგერიებენ ნოვოშახტინსკის რაიონში.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ როსტოვის ოლქში გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია. ამ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 13 მარტს. გუბერნატორმა გოლუბევმა მაშინ განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შედეგად გაჩერდა „საწარმოს ტექნოლოგიური ობიექტები“.
როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 20-მდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მასირებული შეტევა მიიტანა 11 აპრილსაც. სარაკეტო დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა კიევის ოლქში მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა თითქმის სამ მილიონ ადამიანს.
უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემების, მათ შორის Patriot-ის მიწოდების გაზრდას.
2024 წლის მარტიდან რუსეთმა განაახლა ინტენსიური შეტევები უკრაინის ენერგოობიექტებზე. 11 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის პასუხი რუსეთის ენერგოობიექტებზე „დარტყმების სერიაზე”.

უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში “შაჰედის” ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულები არიან ხარკოვსა და ლუგანსკშიც.
ძლიერი აფეთქებები იყო მარიუპოლში. რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 35 იერიში 3 მიმართულებით მოიგერიეს.
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა მობილიზაციის კანონპროექტს, რომელიც სამხედრო აღრიცხვის წესებს, ასევე იმ პირების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ლიეტუვა უკრაინას ენერგოსისტემის აღდგენაში დაეხმარება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინას 138 მილიონი დოლარის კრიტიკული საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებისთვის დაეხმარება.
ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram არხზე წერს.

“სატელეფონო საუბრისას პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ შემატყობინა, რომ ნიდერლანდებმა დამატებით მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, 400 მილიონი კი [ინფრასტრუქტურის] აღდგენისთვის.

მადლობა, მარკ, მადლობა, ნიდერლანდელებო! ეს უკრაინის მხარდაჭერის სამაგალითო ნიმუშია”, – წერს ზელენსკი.

ამასთან, 6 აპრილს, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას გეგმავს. მისი თქმით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას ზაფხულისთვის შეძლებენ.

რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, უკრაინამ კიდევ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

“შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი დამცველის 77 ცხედრის რეპატრიაცია, ზაპოროჟიას მიმართულებიდან 20 დაღუპული ჯარისკაცი და ხარკოვის მიმართულებით ორი დამცველის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსხვერპლთა იდენტიფიცირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები დაადგენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button