მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა 38 850 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 21 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 38 850 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 38 850

📌ტანკი – 1 704

📌ჯავშანტექნიკა – 3 912

📌საარტილერიო სისტემა – 859

📌სარაკეტო სისტემა – 251

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113

📌თვითმფრინავები – 221

📌ვერტმფრენი – 188

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 710

📌საკრუიზო რაკეტები – 167

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 781

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌სპეციალური აღჭურვილობა – 72.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით კი, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი, დაახლოებით სამჯერ მეტია. ამის შესახებ, როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში, უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა. მისივე თქმით, შედარებით ნაკლები, თუმცა, მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს უკრაინასაც. კონკრეტული რიცხვი ბერნსს არ დაუსახელებია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ივლისის მონაცემებით, რუსული არმიის დანაკარგები 38 000-ს აჭარბებს. კიევი ოფიციალურად არ ავრცელებს ცნობებს ომში დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button