მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

უცნობი წყაროები, გაზრდილი რისკები და მედიკოსთა დებატები

„კოვიდ-19“ ავეჯის მაღაზიაში

 

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა გორში. „კოვიდ-19“ „ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის მენეჯერს დაუდასტურდა.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„ემბავუდის“ გორის ფილიალი დღეს დილით დაიკეტა.

საქართველოში ამ ეტაპზე ჯამში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3, – საკარანტინო სივრციდან, 2 კი, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

 

ინფიცირების უცნობი წყაროები

 

„ბოლო 24 საათში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინო ზონიდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 2 გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი, 1-ის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. თბილისშია ინფიცირებული პაციენტი, ვისი წყაროც დაუდგენელია. გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, 1 დაგვემატა. ასეთი მარტივი არ არის, როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები, ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, ამ კონტაქტებში თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა და მათი კიდევ კონტაქტები, ანუ საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში, კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული.” – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურში კვლავ 2 მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარეობაც, ჯერჯერობით, სტაბილური არ არის.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიწესონ თვითშეზღუდვები და თუ არ არსებობს აუცილებლობა, არ შეიკრიბონ.

ამასთანავე, მარინა ეზუგბაია კოლეგას, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მაკა სოლოღაშვილს არაკორექტული განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.

ეზუგბაიამ Facebook-ში განცხადება გაავრცელა, რომლითაც მაკა სოლოღაშვილის კომენტარს გამოეხმაურა.

 

მედიკოსების დებატები

 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კლინიკის 3 მედპერსონალის დაინფიცირებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მათ თავად უწევთ კორონავირუსიან პაციენტებთან კონტაქტი, დაცვისა და სამართალდამცავების დახმარების გარეშე.

“პირველი დღიდან კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ყოლია დაინფიცირებული მედპერსონალი არც გამჟღავნებულად და არც დამალულად, რადგან უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა. მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა არ არის მარტო #დარჩისახლში, “მივცეთ თუ არა პლაქვენილი?!”, რაც თქვენ ასე გაინტერესებდათ ხოლმე [ჟურნალისტებს] – ეს არის სხვა ცხოვრების სტილი მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როცა არც სამართალდამცველი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ. ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია რამდენიმე პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო, პაციენტს ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. სამწუხაროდ, რისკების გამო არ გვეკარებოდა არც ერთი სამართალდამცავი ორგანო. ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი მედპერსონალი, – ერთი ექთანი და ორი სანიტარი, ერთი და იგივე ცვლის დაინფიცირდა.” – განაცხადა სოლოღაშვილმა 9 ივნისს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სოლოღაშვილის განცხადების ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს.

“არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში, პირველი COVID-19-ით პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 19 მარტს, მაშინ, როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა 26 თებერვალს. ქ-ნი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს, მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა. ვერც კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელმა ლევან გაფრინდაშვილმა გაუწია მათ დახმარება საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მოახერხა შესულიყო კომუნიკაციაში აღნიშნულ პაციენტთან და გადასცა იგი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე რომ, ქალბატონ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს.” – წერს ეზუგბაია 11 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამოდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის.

“ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა.” – თქვა ეზუგბაიამ.

 

გადაჭედილი ტრანსპორტით გაზრდილი რისკები

 

„სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის” თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში ავტობუსში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ­ც ერ­თი ნორ­მაა და­ცუ­ლი.

​„სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, გარ­და პირ­ბა­დი­სა, არ­ცერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი არ არის და­ნერ­გი­ლი, არ­ცერ­თი! კა­ტას­ტრო­ფა! უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა!

“სად ხართ ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რე­ბი? სად ხართ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო? სად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი? ვინ ახორ­ცი­ე­ლებს მო­ნი­ტო­რინგს მგზავ­რო­ბა­ზე? თბი­ლი­სის მე­რია სა­ერ­თოდ რას აკე­თებ? მე­ო­რე ტალ­ღაო?! მე­ო­რე ტალ­ღა კი არა, თუ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ გა­ით­ვი­ლის­წი­ნებთ ცუ­ნამს მი­ვი­ღებთ!” – დავით მესხიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button