მნიშვნელოვანისიახლეები
უწყვეტი პროტესტის 119-ე დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.
ამასთან, “ძალა სტუდენტების ერთობაშია!” – ამ ლოზუნგით პროტესტის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები შეუერთდნენ.
ასევე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეები.
მანამდე სტუდენტები კანცელარიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.
მოქალაქეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 3-თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.