
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, უკტამ ბარნოევი კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური გამოცემა „გაზეტა“ ავრცელებს. უკტამ ბარნოევი იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების განვითარების საკითხებში.
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, თავდაპირველად, ტაშკენტის კერძო კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი, – გერმანიაში. ბარნოევი უზბეკეთის ვიცე-პრემიერად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა. იგი 56 წლის იყო.