სპორტ-ნიუსისპორტი

ვანო კარკაძეს საფრანგეთში კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ვანო კარკაძე ფრანგულ კლუბში კიდევ 4 წელი დარჩება.

ბრივის ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა.

ბრივის სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია 21 წლის ქართველის პროგრესით და საკუთარ ვებ- გვერზდზე წერს,რომ კარკაძე ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო ფორმაშია.

გარდა ამისა,ფრანგული რაგბის სამყარო მას აფასებს,როგორც ამომავალ ვარსკვლავს და წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებს.

ვანო კარკაძე საგრანგეთში 2018 წელს გადავიდა. თავიდან ორიაკში თამაშობდა შემდეგ კი, – ბრივის ძირითად გუნდში

შეგახსენებთ, რომ ვანო კარკაძე ერთადერთი მოტაგბეა,რომელმაც 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ლელო 2 ფინალში დადო.

მსგავსი პოსტები

Back to top button