მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (თბილისი, სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე.
როგორც რადიო ჰერეთს სამინისტროდან აცნობეს, ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით.
ვაქცინის ჩასატარებლად კი წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.