ვენესუელაში ვერტიკალური ბანკნოტები გამოუშვეს [Photo/Video]

ვენესუელაში 500-დან 20 000-მდე ნომინალის ახალი ვერტიკალური ბანკნოტები გამოუშვეს. როგორც ცნობილია, ამ ლათინოამერიკულ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა ჰიპერინფლაციას განიცდის, – იუწყება BBC.

ქვეყანაში ახალი ვერტიკალური ვალუტა იმიტომ გამოუშვეს, რათა ჰიპერინფლაციის შედეგად პრაქტიკულად უსარგებლო 100 ბოლივარის ღირსების კუპიურები შეცცვალათ.

ახალი ბანკნოტებიდან ყველაზე ღირებული – 20 000 ნომინალის ბოლივარი ვენესულელის ე.წ. შავ ბაზარზე $6-ზე ნაკლები ღირს.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2017 წელს ვენესუელაში ინფლაცია 1600% მიაღწევს.

[print_gllr id=51730]

მსგავსი პოსტები

Back to top button