მნიშვნელოვანირეგიონი

სპეციალურად პანკისელი ქალებისათვის დაწესებული ჯილდო პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ექთანმა მიიღო

სპეციალურად პანკისელი ქალებისათვის დაწესებული ჯილდო, პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ექთანმა მიიღო.

პირველი ქისტი უფლებადამცველი ქალის, ალცანეი ხანგოშვილის სახელობის ჯილდო, ექთან მანია ბაღაკაშვილს, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა გადასცა.

პანკისელმა ექთანმა, აღიარება ათეული წლების განმავლობაში სამედიცინო სფეროში სამსახურისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მოიპოვა.

მანია ბაღაკაშვილის დაჯილდოება, ალცანეი ხანგოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებისა და აქტიური პანკისელი ქალების თანდასწრებით მოხდა.

ალცანეი ხანგოშვილის სახელობის ჯილდო წელს პირველად სპეციალურად პანკისელი ქალებისათვის დაწესდა.

ალცანეი ხანგოშვილი 1921-2009 წლებში ცხოვრობდა პანკისში. ის პირველი ქალი იყო ქისტების ისტორიაში, რომელიც მკაცრი ტრადიციული წესების ფონზე, ხეობაში მცხოვრებ ქალებს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარებოდა.

ალცანეი ასევე პირველი ქალი იყო თემში, რომელიც სხვადასხვა სადაო საკითხების განხილვის პროცესს მამაკაცებთან ერთად წარმართავდა, უპირისპირდებოდა გადაწყვეტილებას და ქალებისათვის სასარგებლო შედეგებს აღწევდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button