მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევრო 2024-ზე ბილეთები UEFA-ს პორტალით გაიყიდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება.

„ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი UEFA-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში. „ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით“, – წერია ფედერაციის 30 მარტის განცხადებაში.
ფედერაცია პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

საქართველო-ლექსემბურგის საფეხბურთო მატჩში საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს დიდი თავსატეხი გაუჩნდათ – ბილეთების შოვნა 26 მარტის მატჩზე, საქართველო საბერძნეთს ფინალურ ტურში ეთამაშებოდა.

შეხვედრამდე სამი დღით ადრე, 23 მარტს, ექვს საათზე ნაკლებ დროში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დასასწრები ყველა ბილეთი ისე გაიყიდა, რომ ფეხბურთის ათასობით ქომაგმა, მიუხედავად მრავალსაათიანი მცდელობისა, ბილეთი ვერ იყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button