მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

WHO: “კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს”

“კორონავირუსთან დაკავშირებული 14-დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შეიცვალოს.” – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა უფროსმა ოფიცერმა კეთრინ სმოლვუდმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაცია ემყარება ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ ახსნას.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კარანტინის ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა. ცვლილება უცხო ქვეყნიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებს, ასევე კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებულ ყველა ფიზიკურ პირს შეეხო.

7 სექტემბერს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შემოსულ პირებთან მიმართებით, საკარანტინო შეზღუდვის ვადა 8 დღემდე შემცირდა.

ცნობისათვის, კარანტინის პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის, ასევე დაინფიცირებულების კონტაქტებისთვის, კარანტინის ვადა 7 დღით განისაზღვრება; გაერთიანებულ სამეფოსა და ირნალდიაში, – 10 დღით; პორტუგალიისა და ხორვატიის ხელისუფლებები კი, საკარანტინო ვადის შემცირების საკითხს განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button