მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და რუსეთს შორის 1 761 ფრენა შესრულდება

ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონში საქართველოდან 13 600 ავიარეისი შესრულდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენების 18% ევროპაშია დაგეგმილი, 17% – გალფის ქვეყნებში, 13% – რუსეთში, დანარჩენი 52% კი – სხვა ქვეყნებში.

ივნისი-ოქტომბრის პერიოდში შესრულდება:

ევროპის მიმართულებით – 2480 რეისი;
სპარსეთის ყურის ქვეყნების (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი) მიმართულებით – 2255 რეისი;
რუსეთის მიმართულებით – 1761 რეისი. ეს რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს.

ორი დღის წინათ, 20 მაისს, მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლითაც ირკვეოდა, რომ მხოლოდ ივნისში რუსეთსა და საქართველოს შორის 401 რეისის შესრულება იგეგმება.

ივნისში რუსეთის მიმართულებით დაგეგმილი ფრენების რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით:

Red Wings-ი – 153;
Azimuth-ი – 145;
„ჯორჯიან ეარვეისი“ – 103.
წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ფრენების განრიგი სამოქალაქო ავიაციის ვებსაიტზე ქვეყნდებოდა, ახლა ეს ინფორმაცია საჯარო აღარ არის. ჟურნალისტებმა 8 აპრილს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სააგენტოს წერილით მიმართა, რაზეც პასუხი არ მიუღია.
მათი თქმით, ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს.

“ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას”, – წერია უწყების განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 946 881 მგზავრს მოემსახურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button