რეგიონი
ზუგდიდში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სამი სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ოდიშში მცხოვრებმა მოსახლეობის ნაწილმა სოფლამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზა გადაკეტა, რითაც სამი სოფლის მოსახლეობა სწორედ ამ გზით უკავშირდება ერთმანეთს.
მათი თქმით,წლებია ჰპირდებიან გზის შეკეთებას. უგზოობის გამო სოფელში ვერ ადის სასწრაფო დახმარების მანქანა და ასევე ბავშვებს უჭირთ სკოლამდე გადაადგილება.
“4 წელია ვითხოვთ გზის მოწესრიგებას, ასევე სანიაღვრე არხების. წვიმის დროს იტბორება სახლები და საშინელ დღეში ვართ”,-ამბობს სოფლის მკვიდრი.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
მოსახლეობას მერის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და მაიზერ ნანავა ხვდებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
მოსახლეობის ნაწილი ჯერ-ჯერობით დაშლას არ აპირებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.