კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ზურაბ ჟვანიას შვილს 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ბუსა ჟვანია 2020 წლის აგვისტოში დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟვანია შეფარდებული 3 წლიდან ნახევარს ციხეში გაატარებს, ნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.
ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განხზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.