მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
1 ახალი ინფიცირებული საქართველოში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/korona-5-2.jpg)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 896-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 741-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 256 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.