მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
2 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 10-ით გაიზარდა და 634 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2 508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 300 პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.