მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
4 ახალი კოვიდინფიცირებული ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას “რესი” სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაგლოევას თქმით, ახალი ინფიცირებულებიდან 2 რუსეთიდან დაბრუნებული კადეტია, ერთი სატვირთოს მძღოლი და ერთი სამხედრო მოსამსახურე. მისივე ინფორმაციით, ერთ დღეში ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ზე 103 ტესტი ჩატარდა, სულ, – 1 940.
ანა გაგლოევას ცნობით, კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა: კადეტი და სამხედრო მოსამსახურე. ჯამში, 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა 5 მაისს დადასტურდა.