fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დანიაში მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები იხსნება

55
Share Button

დანიაში მუზეუმები, გალერეები, ზოოპარკები, კინოთეატრები და თეატრები იხსნება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი 0.6-მდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებული ადამიანი 1-ზე ნაკლებ პირს აავადებს.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გახსნასთან ერთად, დანიის მთავრობამ გარკვეული მითითებები გამოსცა.

ზოოპარკებში და მუზეუმებში გიდის ტურები არ არის დაშვებული. ასევე, დაწესებულებებს ევალებათ, რომ ბილეთების რიგში დგომა, სტუმრებსა და დასაქმებულ პერსონალს შორის კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდონ, ამის სანაცვლოდ კი, ონლაინ სისტემა გამოიყენონ.

დარბაზებში დამსწრეები ერთი ადგილის გამოტოვებით უნდა დასხდნენ ან მათ შორის 1-მეტრიანი მანძილი უნდა იყოს. გამონაკლისია ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე ერთმანეთთან ისედაც ახლო ურთიერთობა აქვთ.

შემსრულებელსა და მაყურებელს შორის, სულ მცირე, 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს. სოციალური დისტანციის დაცვა ფოიეებშიც აუცილებელია.

22 მაისს დანიაში ახალი კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. მიმდინარე კვირას ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც 1 დღეში ვირუსს არავინ ემსხვერპლა.

დანიაში ახალი ვირუსი 11 230 ადამიანს დაუდასტურდა, 561 გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი