სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, არტავაზდ ვანიანის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სომხეთში დაძაბული ეპიდემიური ვითარებაა შეიქმნილი.
არტავაზდ ვანიანის თქმით, გასვენებასა და ქელეხში ერთი ინფიცირებული პირის დასწრებით, სიუნიქის ოლქში კორონავირუსით მთელი სოფელი დაავადდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, სამედიცინო ნიღბის ტარება აუცილებელ წესად აქციონ და მის გარეშე, მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდეთ ურთიერთობა.
ფაშინიანი სომხეთის მოქალაქეებს ასევე ურჩევს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ხშირად დაიბანონ და დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და ეპიდემიის გავრცელებას ამგვარად შეეწინააღმდეგონ:
„ატარეთ ნიღაბი, ამით გადაარჩენთ ასობით სიცოცხლეს!“
ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთის მოქალაქეები ზედმიწევნით დაიცავენ ზემოთნახსენებ წესებს.
worldmeters.info-ს მონაცემებით, სომხეთში ამ დროისთვის, მთლიანობაში გამოვლენილია კოვიდ-19-ით დაავადების 8 927 შემთხვევა. უკვე გამოჯანმრთელდა 3 317, ხოლო გარდაიცვალა 127. ამ მომენტისათვის მკურნალობა უტარდება 5 483 პაციენტს.