მსოფლიოსიახლეები

აშშ WHO-ს ტოვებს და ორგანიზაციას დაფინანსებას უწყვეტს

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოდის და მის დაფინანსებას წყვეტს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ორგანიზაციამ საჭირო რეფორმები ვერ გაატარა და მას ჩინეთი აკონტროლებს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთმა გავლენა მოახდინა ორგანიზაციაზე, რომ პანდემიის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაევრცელებინათ.

ტრამპის განცხადებით, WHO-სთვის განკუთვნილ დაფინანსებას სხვა ორგანიზაციებზე გადაანაწილებენ.

ტრამპმა ჯერ კიდევ 19 მაისს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას შეუწყვეტდა და წევრობას გადახედავდა, თუ ეს უკანასკნელი 30 დღეში სიტუაციას “არსებითად არ გააუმჯობესებდა”. როგორც ტრამპი წერს, ორგანიზაციის დირექტორს წერდა, ერთადერთი გზა იყო, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებლობა ეჩვენებინათ.

აშშ ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო. წინა წელს ჯანმოს ფინანსების 15 პროცენტი სწორედ აშშ-ზე მოდიოდა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ პეკინი პანდემიის რეალურ მასშტაბებსა და ტემპებს მალავდა. შტატების მტკიცებით, ჯანმო ჩინეთს ბრმად ენდობოდა და საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასა.

ევროკავშირი და ავსტრალია ვირუსის წარმოშობისა და მასობრივი გავრცელების დეტალურ გამოძიებას ითხოვენ. ჩინეთი კი, კორონავირუსის პერიოდში გამოძიების ჩატარების წინააღმდეგია. მისი თქმით, დამოუკიდებელი გამოძიება მას შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც პანდემია სრულად გაკონტროლდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button