ახალმა რადიომ – OKFM -მა მაუწყებლობა დაიწყო

თბილისში Fm104.7 – ზე ახალი ქართული რადიო”OK” გამოჩნდა.

8 ივლისს, ჟურნალმა “OK!” -მ თავის 1 წლის იუბილეზე, ახალი რადიო “OKFM”-ი ეთერში გაუშვა. 

ბრიტანული ბრენდის “OK!”-ს ქართული გამოცემა ერთი წელია ქართულ მედია ბაზარზე პოზიციონირებს.

FM 104.7 რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელია შპს “კომპანია მედიასტრმი”, რომელიც თბილისის გარდა დაბა გუდაურშიც იმაუწყებლებს. ლიცენზიის სახე წარმოადგენს კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობას.

“მედიასტრიმის” მფლობეები არიან: იოსებ ბარნაბიშვილი(წილი 22.5%)  ალექსანდრე გადელია (წილი 27.5%) და გიორგი შარაშიძე (წილი 50%).

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “მედიასტრიმს” 2 დირექტორი ჰყავს: იოსებ ბარნაბიშვილი და ივანე მერაბიშვილი.

“OKFM” – ი თბილისში FM სიხშრეზე უკვე 32-ე რადიოსადგურია.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button