მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“4 ახალი შემთხვევა არის ფაქტობრივად, 4 ახალი კლასტერი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგაშოა კოვიდ-19-ის 4 ახალი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 4 ახალი შემთხვევა, რომლის წყარო დაუდგენელია, ფაქტობრივად, 4 ახალ კლასტერს ნიშნავს და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, დიდი რისკის შემცველია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიხსნა და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, ნაკლები შეზღუდვებით იცხოვრონ, არ უნდა შეიქმნან ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, ამ 4-დან სამი შემთხვევა კი, თბილისშია დაფიქსირებული.

https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/650440709145844/

ბოლო 6-დან 5 შემთხვევის შესახებ ცნობილი 10 ივნისს, საღამოს გახდა, ერთი კი, დღეს, 11 ივნისს, დილით დადასტურდა.

ამ დროისთვის, საქართველოში სულ 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 694 გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button