fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ძვირადღირებული საკვების ინდუსტრია რეცესიის ფაზაშია

110

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ძვირადღირებული საკვების ინდუსტრია რეცესიის ფაზაში შევიდა. – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ვაგიუს ჯიშის ძროხის ხორცი, ცისფერი თინუსი, ხიზილალა, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკვებისა, რომელზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ვინაიდან მათი მწარმოებლებისთვის მთავარი ბაზარი რესტორნები და ძვირადღირებული სასტუმროებია.

რესტორნების ონლაინ დაჯავშნის სერვისის მონაცემთა ბაზის, OpenTable-ის ინფორმაციით, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, კანადაში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და მექსიკაში მდებარე კვების ობიექტებზე მოთხოვნა თითქმის 80%-ითაა შემცირებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი