მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

რეკომენდაციები აეროპორტებისა და ავიაკომპანიებისთვის

1-ლი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.

შესაბამისად, ივლისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენები აღდგება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის.

მათ შორის, ამ რეკომენდაციებით, 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თვითმფრინავში კვებასთან დაკავშირებით, ასე გამოიყურება:

მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;
3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების მიწოდების სერვისი;
მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;
ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა.
ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ყოფნისას შემდეგი მოთხოვნების დაცვა იქნება აუცილებელი:

უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე;
განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში ან/და აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით უზრუნველყავით მგზავრთა ინფორმირება;
ეკიპაჟის წევრები აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა ყოველდღიურად შეცვალეთ და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;

ბორტგამცილებლებს ჩაუტარეთ სწავლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და გამოყენების შემდგომ სწორად განკარგვის წესების შესახებ;
ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ შესაბამისი სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით;
ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ მგზავრებთან;
მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;

მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;
საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია, დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში.

ავიაკომპანიებმა, აეროპორტის ოპერატორებთან და დანიშნულების ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კოორდინაციით, უნდა უზრუნველყონ, მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, იგი ივსება გარკვევით, უმჯობესია ელექტრონული ფორმატით შევსება, რომელიც იძლევა ინფორმაციის გარკვევით წაკითხვის საშუალებას (მაგ. QR კოდი, მობილური, აპი და ა.შ.), ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევისათვის;

მგზავრები გააფრთხილეთ, დასხდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე;
დაუშვებელია მგზავრის ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით, ბორტგამცილებელის ნებართვის გარეშე;
სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
უზრუნველყავით სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება.
იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუდმივი ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რესპირატორული სიმპტომი, უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ზომები:

დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედოთ მითითებების შესაბამისად;
ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მოამარაგოს იგი დამატებითი ნიღბებით;
იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;
იმ შემთხვევაში, როცა სუნთქვის გაძნელების გამო მგზავრი ნიღაბს ვერ იჩერებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთჯერადი ცხვირსახოცებით და მიეთითოს, რომ ხველების ან ცემინების დროს გამოიყენოს ისინი პირისა და ცხვირის დასაფარად;
იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს სუნთქვა უჭირს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დახმარება დამატებითი ჟანგბადის მიწოდების მიზნით;
უნდა განისაზღვროს ინფექციაზე საეჭვო მგზავრებისთვის იზოლაციის ადგილი (მაგალითად, გამოტოვოს ორი რიგი სავარძლებისა);

ყველა სხვა ფაქტორისა და თვითმფრინავის საჰაერო მიმოქცევის სისტემის გათვალისწინებით, ინფექციაზე საეჭვო მგზავრი უნდა მოთავსდეს წინა მარჯვენა ფანჯარასთან სავარძელში;
ისარგებლოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საპირფარეშოთი. აღნიშნული არ უნდა იყოს გამოყენებული დანარჩენი მგზავრების ან ეკიპაჟის მიერ;
ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალსა და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდეს ტესტირება და გადავიდეს იზოლაციაში. შემდგომი ქმედება განხორციელდეს ტესტის პასუხის შესაბამისად;
ყოველი რეისის შემდეგ მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება.

მსგავსი პოსტები

Back to top button