მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – აშშ, ბრაზილია

კორონავირუსით ინფიცირებულა აღრიცხული რაოდენობა აშშ-ში, ერთ დღეში, 24 ივნისს 34 700-ით გაიზარდა. ეს ფაქტი განგაშს იწვევს იმის გამო, რომ აღნიშნული რაოდენობა აპრილის შემდეგ სარეკორდოა. ერთ დღეში მკვეთრი ზრდა უკავშირდება ტესტირების გაფართოებას, მაგრამ ოფიციალური პირების შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ ბოლო თვეში შემთხვევათა რიცხვი მცირდებოდა.

ტეხასის შტატის გუბერნატორმა ხალხს მოუწოდა, შინ დარჩნენ, რადგან შტატში ინფექციის მასობრივი აფეთქება ხდება. არიზონის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, ნიღბებით იარონ.

კალიფორნიის შტატში 24 ინვისს 24 საათში 7 000-ზე მეტი შემთხვევა აღინუსხა, მაშინ, როცა ფლორიდაში ერთ დღეში შემთხვევათა რაოდენობის მეტებამ 5 500-ს მიაღწია, რაც გასული კვირის სარეკორდო მაჩვენებლის 25 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.

worldometers.info-ს მონაცემებით, კოვიდ-19-მა აშშ-ში 124 282 ადამიანი იმსხვერპლა.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყანაში 24 ივნისს 42 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 1 185-ით გაიზარდა.

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 725 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 188 631-მდე გაიზარდა. – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 185 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 53 830-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსი 103 593 ადამიანს გამოუვლინდა.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულებისა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით, ბრაზილია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9 551 992 შემთხვევაა დადასტურებული. 485 433 ადამიანი გარდაიცვალა. 5 192 379 პირი გამოჯანმრთელდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button