მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

მწვრთნელები სპორტდარბაზების გახსნას ითხოვენ

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მწვრთნელები ითხოვენ, გაიხსნას საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტდარბაზი, 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებით.

„როდის გაიხსნება სპორტდარბაზები, ოფიციალურად რომ ვიცოდეთ, გამოაცხადონ. 4 თვეა ველოდებით. მეორე მოთხოვნაა ადეკვატური წესები: ის, რომ დარბაზში ტრენაჟორების განახევრება მოგვიწიოს და რაღაც ბარიერების ჩადგმა, ჩვენთვის მიუღებელია. ასევე, 8 კვადრატულზე რომ ერთი კაცი იყოს, ეს მიუღებელია. ჩვენ შევთავაზეთ 5 კვადრატულზე 1 კაცი, ორმეტრიანი დისტანცია. ტრენაჟორების გამოტოვებით იყოს ვარჯიში ხელმისაწვდომი.” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების განმარტებითვე, ორშაბათს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ, იმსჯელეს რეკომენდაციებზე, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა და დღემდე პასუხს ელოდებიან.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტდარბაზები ამ დრომდე დახურული რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button