fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება

12
Share Button

პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ეგზიტპოლის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, დუდამ ხმების თითქმის 42% მიიღო, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი, – 30%-ზე ოდნავ მეტი. პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა.

28 ივნისის კენჭისყრის შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, მმართველი პარტიის, კონსერვატიული „კანონი და სამართლიანობის“ და ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატები დუდა და ტშასკოვსკი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან, რომელიც 12 ივლისს ჩატარდება.

პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნები 10 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, 28 ივნისამდე გადაიდო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი