fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალი შემთხვევები: 5 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული

96

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 857-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 219 პირი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი