მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 13 ინფიცირებული, 5 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 268 პირი.